- ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება.
- ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მეგობარი მხოლოდ ისაა ვისაც შეუძლია ბოლომდე გიცნოს, ვინც შენს სიცოცხლეს ფერადოვნებას, აზრსა და ხალისს მიანიჭებს.
- ამ ქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობთ რომ ვიღაცას ჭირდებით.
- მეგობრობა ისაა, როცა ჭირშიც და ლხინშიც თავს ეულად არ გრძნობ.
- მეგობარი ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც თქვენს თავს თვითონვე აჩუქეთ.
- “მეგობარი არასდროს გეტყვის “ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…” – უენდი ჯინ სმიტი
- “სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე” – ციცერონი
- “ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა” - ეპიკურე
- “მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, იგი უფრო ერთ-ერთია იმ სიკეთეთაგან რომელიც გადარჩენას აზრს ანიჭებს” – კ.ს. ლიუისი
- “მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვინახევრებს” – ჯოზეფ ედისონი
- “ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ…” – ეთელ უორტს მამფორდი
- “იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან” – ეპიკურე
- “თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა “ხვალ” უადგილოა” – ჯორჯ ჰერბერტი
- “ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის” – უოლტერ უინჩელი
- “ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება ჩემი მტერია…” – პეტრე პერველი
- “ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი” - როკფელერი.
Translate
Saturday, January 19, 2013
გამონათქვამები მეგობრობაზე...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Kargiaa💓
ReplyDelete