Translate

Tuesday, January 15, 2013

2 სხეულში 1 სული ...

შესავალი

  რატომ ავირჩიე ეს თემა? ყველა რაღაც აქტუალურზე წერს, მაგრამ ჩემთვის მეგობრობაა ყველაზე აქტუალურიც, მნიშვნელოვანიც, მტკივნეულიც და ყველაზე საინტერესო თემა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო...

  მეგობარი ეს ის ადამიანია, რომელსაც იცნობ, გაქვს კარგი ურთიერთობა და გიყვარს.

  დაქალი - უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობარი. დაქალი უფრო მაღალ "პოზიციაზე" დგას. მას ძალიან კარგად იცნობ, იცის როდესაც გჭირს, გეხმარება. გიყვარს და უყვარხარ.

  საუკეთესო მეგობარი - ოჰო, ეს სულ სხვა საქმეა. ეს ის ადამაინია, რომელიც ყველაზე კარგად გიგებს, სულ შენს გვერდითაა, იზიარებს შენს გასაჭირსა და სიხარულს, შენი ბედნიერენა მისი ბედნიერებაცაა, საუკეთესო მეგობარი "შენებურია", შეიძლება ითქვას, რომ შენი დაა!

   საუკეთესო მეგობარი ეს არის ადამიანი რომელმაც იცის ყველაფერი შენს შესახებ, იცის თუ როგორი ხარ შენ,რა ცუდი ჩვევები გახასიათებს, ვინ გიყვარს, ვინ მოგწონს და ა.შ.. ერთი სიტყვით შენ საუკეთესო მეგობარი შენი მეორე მეა. თუ ორ ადამიანს ერთმანეთის ესმით, ესე იგი მათ შეუძლიათ გაგება და ურთიერთ სიყვარული, სხვაგვარად მეგობრობა წარმოუდგენალია.

No comments:

Post a Comment