
"-ამქვეყნად მრავალნაირი ამხანაგი არსებობს: არსებობს ამხანაგ-თანამშრომელი, ამხანაგ-მეზობელი, ამხანაგ-კურსელი, ამხანაგ-პურმარილელი, ამხანაგ-უფროსი, ამხანაგ-ხელქვეითი, ამხანაგ-უბნელი, მაგრამ ბავშვობის ამხანაგი მაინც სულ სხვაა..."
ბავშვობის მეგობარზე მინდა მოვყვე, ჩემს მონათესავე სულზე... ღმერთის მადლიერი ვარ, მისნაირი მეგობარი რომ მყავს, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი, ყოველთვის გვერდში მიდგას. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ასე 14-15 წელი, კი მაგრამ მე რამდენის ვარ? :) ბაღიდან, მერე სკოლაში, სკოლის მერე სტუდენტობამ დაგვაშორა, მაგრამ ვერ ავიტანეთ უერთმანეთობა და დღეს ორივე ილიაუნის სტუდენტები ვართ..რაც თავი მახსოვს ყველგან ერთად ვართ და დღემდე ერთად მოვდივართ, მე მიხარია რომ ქეთოსნაირი ადამიანი მყავს გვერდში, ვიცი რომ ყველაფერში გამიგებს, ბევრი მძიმე მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი სევდა და ცრემლიც, მაგრამ ერთმანეთი გვაძლიერებს და გვაძლებინებს. ძალიან ბევრი სითბო და კარგი მოგონებები მომყვება განვლილი ჩვენი დღეებიდან, ახლაც კი სიცილით ვკვდები რომ ვიხსენებ. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ ის დრო მენატრება არაფერი რომ არ გვანაღვლებდა... ერთადერთი შვება მეგობრებთან ურთიერთობაა ჩემთვის და მეამაყება რომ ქეთო ჩემი საუკეთესო მეგობარია და მგონი ერთადერთიც...
ქეთომ მითხრა: " - შენ ხარ მე, მე ვარ შენ..არ მინდა შენს გარეშე მოხდეს რამე ჩემს ცხოვრებაში, არც ის მინდა ჩემს გარეშე მოხდეს რამე შენთან. ყოველთვის მზად ვიქნები, მოვიდე შენთან, დაგეხმარო, მოგისმინო, რჩევები მოგცე. ყოველთვის ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს... ძალიან მიყვარხარ იცი შენ ეს, მინდა რომ შენი საუკეთესო მეგობარი ვიყო სულ...ჩემი მონათესავე სული ხარ..."
No comments:
Post a Comment