Translate

Monday, January 21, 2013

და ბოლოს..



  მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე. მეგობარი ეს არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება.მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის სკოლის საგანია და კერძოთაც ვერავინ ისწავლის, არადა - მეგობრის აზრი თუა არ იცი ჩათვალე, რომ არაფერი გისწავლია.  

Saturday, January 19, 2013

გამონათქვამები მეგობრობაზე...


























  • ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება.
  • ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მეგობარი მხოლოდ ისაა ვისაც შეუძლია ბოლომდე გიცნოს, ვინც შენს სიცოცხლეს ფერადოვნებას, აზრსა და ხალისს მიანიჭებს.
  • ამ ქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობთ რომ ვიღაცას ჭირდებით.
  • მეგობრობა ისაა, როცა ჭირშიც და ლხინშიც თავს ეულად არ გრძნობ.
  • მეგობარი ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც თქვენს თავს თვითონვე აჩუქეთ.
  • “მეგობარი არასდროს გეტყვის “ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…” – უენდი ჯინ სმიტი
  • “სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე” – ციცერონი
  • “ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა” - ეპიკურე
  • “მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, იგი უფრო ერთ-ერთია იმ სიკეთეთაგან რომელიც გადარჩენას აზრს ანიჭებს” – კ.ს. ლიუისი
  • “მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწყლებს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვინახევრებს” – ჯოზეფ ედისონი
  • “ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ…” – ეთელ უორტს მამფორდი
  • “იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან” – ეპიკურე
  • “თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა “ხვალ” უადგილოა” – ჯორჯ ჰერბერტი
  • “ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის” – უოლტერ უინჩელი
  • “ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება ჩემი მტერია…” – პეტრე პერველი
  • “ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი”  - როკფელერი.

   

Friday, January 18, 2013

ჩემზე




          "-ამქვეყნად მრავალნაირი ამხანაგი არსებობს: არსებობს ამხანაგ-თანამშრომელი, ამხანაგ-მეზობელი, ამხანაგ-კურსელი, ამხანაგ-პურმარილელი, ამხანაგ-უფროსი, ამხანაგ-ხელქვეითი, ამხანაგ-უბნელი, მაგრამ ბავშვობის ამხანაგი მაინც სულ სხვაა..."
        ბავშვობის მეგობარზე მინდა მოვყვე, ჩემს მონათესავე სულზე... ღმერთის მადლიერი ვარ, მისნაირი მეგობარი რომ მყავს, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი, ყოველთვის გვერდში მიდგას. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ასე 14-15 წელი, კი მაგრამ მე რამდენის ვარ? :) ბაღიდან, მერე სკოლაში, სკოლის მერე სტუდენტობამ დაგვაშორა, მაგრამ ვერ ავიტანეთ უერთმანეთობა და დღეს ორივე ილიაუნის სტუდენტები ვართ..რაც თავი მახსოვს ყველგან ერთად ვართ და დღემდე ერთად მოვდივართ, მე მიხარია რომ ქეთოსნაირი ადამიანი მყავს გვერდში, ვიცი რომ ყველაფერში გამიგებს, ბევრი მძიმე მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში, ბევრი სევდა და ცრემლიც, მაგრამ ერთმანეთი გვაძლიერებს და გვაძლებინებს. ძალიან ბევრი სითბო და კარგი მოგონებები მომყვება განვლილი ჩვენი დღეებიდან, ახლაც კი სიცილით ვკვდები რომ ვიხსენებ. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ ის დრო მენატრება არაფერი რომ არ გვანაღვლებდა... ერთადერთი შვება მეგობრებთან ურთიერთობაა ჩემთვის და მეამაყება რომ ქეთო ჩემი საუკეთესო მეგობარია და მგონი ერთადერთიც...
        ქეთომ მითხრა: " - შენ ხარ მე, მე ვარ შენ..არ მინდა შენს გარეშე მოხდეს რამე ჩემს ცხოვრებაში, არც ის მინდა ჩემს გარეშე მოხდეს რამე შენთან. ყოველთვის მზად ვიქნები, მოვიდე შენთან, დაგეხმარო, მოგისმინო, რჩევები მოგცე. ყოველთვის ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს... ძალიან მიყვარხარ იცი შენ ეს, მინდა რომ შენი საუკეთესო მეგობარი ვიყო სულ...ჩემი მონათესავე სული ხარ..."





Tuesday, January 15, 2013

2 სხეულში 1 სული ...

შესავალი

  რატომ ავირჩიე ეს თემა? ყველა რაღაც აქტუალურზე წერს, მაგრამ ჩემთვის მეგობრობაა ყველაზე აქტუალურიც, მნიშვნელოვანიც, მტკივნეულიც და ყველაზე საინტერესო თემა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო...

  მეგობარი ეს ის ადამიანია, რომელსაც იცნობ, გაქვს კარგი ურთიერთობა და გიყვარს.

  დაქალი - უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობარი. დაქალი უფრო მაღალ "პოზიციაზე" დგას. მას ძალიან კარგად იცნობ, იცის როდესაც გჭირს, გეხმარება. გიყვარს და უყვარხარ.

  საუკეთესო მეგობარი - ოჰო, ეს სულ სხვა საქმეა. ეს ის ადამაინია, რომელიც ყველაზე კარგად გიგებს, სულ შენს გვერდითაა, იზიარებს შენს გასაჭირსა და სიხარულს, შენი ბედნიერენა მისი ბედნიერებაცაა, საუკეთესო მეგობარი "შენებურია", შეიძლება ითქვას, რომ შენი დაა!

   საუკეთესო მეგობარი ეს არის ადამიანი რომელმაც იცის ყველაფერი შენს შესახებ, იცის თუ როგორი ხარ შენ,რა ცუდი ჩვევები გახასიათებს, ვინ გიყვარს, ვინ მოგწონს და ა.შ.. ერთი სიტყვით შენ საუკეთესო მეგობარი შენი მეორე მეა. თუ ორ ადამიანს ერთმანეთის ესმით, ესე იგი მათ შეუძლიათ გაგება და ურთიერთ სიყვარული, სხვაგვარად მეგობრობა წარმოუდგენალია.